ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

“მეტალკრაფტ სოლუშენსი” მრავალწლიან გამოცდილებას, ხარისხსა და ინოვაციურ იდეებს აერთიანებს, რითაც ქმნის ბაზარზე მორგებულ, მოთხოვნად და უნიკალურ პროდუქტს.

კომპანია სამშენებლო ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. სწორედ მაშინ, როცა ორი გამოცდილი და მაღალკვალიფიცირებული კომპანია „გრავიტა“ და „კონსტრუქტივა“ საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ: შეექმნათ მაღალხარისხიანი და ინოვაციური პროექტები.

“მეტალკრაფტ სოლუშენსი” უკვე რამდენიმე მასშტაბური პროექტის ავტორია.

ეს არის ადგილი, სადაც ორი კომპანია თავისი ძალებით, გამოცდილებითა და ცოდნით ერწყმის ერთმანეთს და ქმნის მაღალხარისხიანი მიწოდება-მონტაჟის ქსელს ალუმინის ფასადებისა და კარ-ფანჯრების ინდუსტრიაში.

“მეტალკრაფტ სოლუშენსი” თეგეტა ჰოლდინგის წევრია და ის 17 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია „გრავიტასა“ და  საინჟინრო ჯგუფ „კონსტრუქტივას“ საკუთრებაშია. ის 2020 წლიდან წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც საიმედო კომპანია ალუმინის ფასადისა თუ კარფანჯრების სისტემებში. მეტალკრაფტი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Hueck, Keller, Aluprof, KME, Saint-Gobain და მრავალი სხვა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ბრენდი.

“მეტალკრაფტ სოლუშენსი” არის გერმანული მწარმოებლის HUECK-ის რეგიონალური წარმომადგენელი და ფარავს აზერბაიჯანის, სასომხეთისა და მონღოლეთის ტერიტორიებს.

მისია და ხედვა

“მეტალკრაფტ სოლუშენსის” მისიაა ხარისხიანი მომსახურებით შესძინოს პროექტებს სრულყოფილება, უნიკალურობა და მიმზიდველობა, რითაც იქცევა არქიტექტორებისა და ინვესტორების საუკეთესო მეგობრად. სწორედ ეს არის ნიშა, რომლითაც იგი მკვიდრდება ბაზარზე.

ჩვენთვის ესთეტიურობა და ხარისხი საუკეთესო კომბინაციას ქმნის, რითაც ახალ სტანდარტებსა და გაუმჯობესებული კომფორტის ელემენტებს ვამკვიდრებთ.

გააერთიანე ხარისხი, კომფორტი და ესთეტიკა მეტალკრაფტ სოლუშენსთან ერთად.

სამუშაო საათები

ორშ-პარ  9:30 - 18:30

შაბათი - 08:00 - 11:30

METALCRAFT

კონტაქტი

#24 ქეთევან წამებულის გამზირი

(032) 2-35-72-72